ლიმფოდრენაჟი (პრესოთერაპია)

BTL LYMPHASTIM TOPLINE

Beauty Bar გთავაზობთ ლიმფოდრენაჟის პროცედურებს რომელიც დაგეხმარებათ სხეულის კორექციასა და ცელულიტისგან განკურნებაში ლიმფოდრენაჟი ერთ–ერთი მთავარი პროცედურაა, რომელიც კანის ცხიმოვან უჯრედებში ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას.

‌პროცედურის შემდეგ ხორციელდება უჯრედებსა და ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება, შეშუპებების გაქრობა და სითხის ბალანსის აღდგენა, ვენური სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, ორგანიზმის იმუნიტეტის და ორგანიზმის სტრესთან ზოგადი მდგრადობის ამაღლება. ამ მეთოდის გამოყენება ხსნის „დაღლილი ფეხების“ სიმპტომს, ებრძვის ცელულიტს, ხსნის „ფორთოხლის კანის“ ეფექტს. გვეხმარება დაწეული დუნდულა კუნთის აწევაში, ახდენს ფიგურის კორექციას, აუმჯობესებს სახის კანის ფერს, ამაღლებს კანის ელასტიურობას და ამცირებს ნაოჭებს.
‌BTL TOPLINE-ს აქვს 26-მდე სპეციალური პროგრამა სხვადასხვა პროცედურებსთვის; ეს ყველა პროგრამება სხვადასხვანაირად ბერავს კამერებს ამ მოდულებში და შესაბამისად გვაქვს სხვადასხვანაირი შედეგი; ყველა ეს პროგრამა სათანადოდ შესწავლილია და გამოცდილია ბთლ-ის მიერ სხვადასხვა კვლევებში; ამ აპარატს აქვს შემდეგი შედეგები ესთეტიკის კუთხით:

⚬ სისტემა სტიმულაციას უკეთებს ლიმფურ ნაკადს პერიფერიულ და ღრმა ლიმფურ ქსელში, რაც თავისთავად წმენდს მეტაბოლური ნარჩენებისგან ორგანიზმს და ზრდის იმუნური სისტემის აქტივობას;

‌⚬ აპარატი პერიფერიულ ვენებზე ახდენს მუდმივ ტალღურ ზეწოლას რის შედეგადაც სისხლის მიმოქცევა იზრდება, შესაბამისად კანს მიეწოდება მეტი ჟანგბადი და გამოიყურება უფრო ახალგაზრდულად;

‌⚬ აპარატი ახდენს ზეწოლას კუნთებზე რის შედეგადაც ადუნებს მათ, წმინდავს მეტაბოლური ნარჩენებისგან და ხსნის კუნთოვან სპაზმებს;

‌ ⚬ აპარატი ახდენს კომპრესიას და მასაჟს მუცლის ღრუს, რაც ადუნებს მას და აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას,რომელსაც აქტიური კავშირი აქვს კანის დაავადებებთან;

‌⚬ აპარატს აქვს სპეციალური ესთეთიკური პროგრამები რაც ზრდის სისხლის მიმოქცევას ეპიდერმისში და უბრუნებს კანს ტონუს, სიმკვრივეს და ახალგაზრდულ შესახედაობას;







გაიარეთ კონსულტაცია

+995 (593) 000 482