დიოდური ეპილაცია
Lumenis LightSheer
ბიუთი ბარში დაგხვდებათ მსოფლიოში მოწინავე სამედიცინო და ესთეტიკური აპარატების ბრენდი 50-წლიანი ისტორიით.
Lumenis LightSheer DESIRE პრემიუმ ხარისხის ბრენდი რომელიც უნიკალურია თავისი თვისებებით.
დიოდური ლაზერი ეს არის მიქსი დიოდის ლაზერის და სხვა ინოვაციური ტექნოლოგიების რომელიც
არის უკვე ფართოდ აპრობილებური და ოქროს სტანდარტად აღიარებული.
ეპილაციის მეთოდი რითაც სარგებლობს
ყველაზე მეტი სპეციალისტი მსოფლიოში და ყავს მილიონობით კმაყოფილი პაციენტები.
აპარატი არ აჩენს პიგმენტურ ლაქებს და არც კანი ხურდება. აპარატი ვაკუუმური პრინციპით მუშაობს და ფანტავს მელანინს, თავად კანი ამ ენერგიას არ შთანთქავს. არ ირღვევა ქიმიური პროცესები და კანი მაქსიმალურად დაცულია – ენერგიის 90%-ს შთანთქავს თმის ბოლქვი.
არ საჭიროებს ჟელეს და ხელახლა გადატარებას.
შედეგად, პროცედურის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად ხანმოკლეა და თავიდან აგარიდებთ პროცესით მიღებულ დისკომფორტს. ჟელეს წასმასა და მოშორებაში დროს აღარ დაკარგავთ.
გამორიცხულია დამწვრობის მიღება. ერთსა და იმავე ადგილას რამდენჯერმე ლაზერის გადატარება საჭირო აღარ ხდება, ენერგიას კანში არსებული მელანინი არ შთანთქავს და პაციენტი დაცულია დამწვრობების, სიწითლეებისა თუ სხვა გართულებებისგან.
ეპილაციის პროცესი ხანმოკლეა. მთლიან სხეულზე ეპილაციის გაკეთებას, დაახლოებით, ნახევარი საათი სჭირდება.
წარმატებით უმკლავდება ბუსუსოვან თმას: „ლუმენისის” ტექნოლოგია უფრო მაღალი ენერგიით მუშაობს, რაც ბუსუსოვან თმასაც უმკლავდება და პროცედურის ჩატარებას ნებისმიერი ტიპის კანზე ხდის შესაძლებელს.
,,ლუმენისის” აპარატით ეპილაცია უმტკივნეულოა და შედეგიც ხანგრძლივია, რაც მომხმარებლებს განსაკუთრებულად მოსწონთ.
გეხმარებათ კანის გაუმჯობესებაში: ეპილაციის შემდგომ კანი ხდება უფრო გლუვი. ქრება პიგმენტური ლაქები, წვრილი კაპილარები, ჩაბრუნებული თმის პრობლემა და საბოლოო ჯამში, კანი ჯანსაღდება. დიოდური ლაზერი ვაკუუმის ტექნოლოგიით ეპილაციის პროცედურებისთვის ნებისმიერი კანის ფერის მქონე პაციენტებში. თმის პერმანენტული მოცილება 4-6 პროცედურის შემდეგ.
გაიარეთ კონსულტაცია