ცხიმოვანი უჯრედების დაშლა და გარშემოწერილობის შემცირება
VANQUISH
წონაში კლების რევოლუციური სისტემა
თუ გსურთ სამუდამოდ დაემშვიდობოთ ჭარბ წონას
შეგიძლით ჩაიტაროთ წონაში კლების პროცედურები VANQUISH-ის უნიკალური აპარატით, რომელიც ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე ეფექტურად დაგაკლებინებთ წონაში.
VANQUISH -ლიპოსაქციის არაინვაზიური ალტერნატივაა, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურად წვავს ცხიმებს მუცელზე და ბარძაყებზე.
აღნიშნული აპარატი იყენებს "წინაღობის მარეგულირებელ წრედს" რაც გვაძლევს ინოვაციურ რადიოტალღურ RF (Radio Frequency) ტექნოლოგიას;
სისტემა სპეციალური გადამწოდის (თავის) საშუალებით. სელექციურ რადიოტალღურ სიგნალებს ზუსტად მიმართავს სხეულის ღრმა ფენებში, სადაც განლაგებულია ცხიმის უჯრედები; ამ პროცესის დროს აპარატი ამ ტალღებს ისე მიმართავს რომ სხეულის ზედაპირული შრეები და ძალიან ღრმა შრეები არ ხურდება ხოლო სხეულის საშუალოდ ღრმა შრეები (სადაც ცხიმი არის განთავსებული)
კი პირიქით ხურდება; ცხიმებს წვავს ისე რომ არ ეხება ადამიანს სხეულს, არის უმტკივნეულო და პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტს შეუძლია დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
თითო პროცედურის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 30 წუთია.
პროცედურს შემდგომი მოვლა საჭირო არ არის, 10 წუთის შემდეგ სიმხურვალე ქრება.
პროცედურები ტარდება 1 კვირის ინტერვალით;
პროცედურის ჩატარების შემდგომ ორგანიზმი თავისით განდევნის დამდნარ ცხიმოვან უჯრედებს სხეულიდან შარდის სახით.
გარკვეული პროცედურების რაოდენობის ჩატარების შემდეგ ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნა მცირდება 16%-მდე, რაც აპარატის შედეგს ხდის გძელვადიანს;
4 დან 6 კვირამდე (პაციენტის ცხიმის სიმკვრივეზეა დამოკიდებული ) სტატისტიკურად 10-დან 15 სანტიმეტრამდე ხდება სხეულის კონტურების შემცირება.
Vanquish ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს
"მტრის სასტიკად დამარცხებას", ამ შემთხვევაში დამარცხება ხდება ზედმეტი ცხიმის !
გაიარეთ კონსულტაცია